დაზვერვის სამსახურს შალვა ლომიძე უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
შალვა ლომიძეს დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღნიშნულ პოსტზე მან ლევან იზორია შეცვალა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობების შემსრულებელი იყო, 2014-2020 წლებში კი იყო დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ასევე მუშაობდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე.

დაზვერვის სამსახურში საკადრო ცვლილებები 2020 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა და დიპლომატიურ სამსახურში გადავიდა – იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩია.

ყველა ახალი ამბავი
0