სომხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მადლობის წერილი გამოუგზავნა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ერევანსა და თბილისს საერთო ინტერესები და თანამშრომლობის პერსპექტივები აქვთ მრავალ სფეროში.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“

სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
მშვიდობა და თანამშრომლობა: რაზე ისაუბრეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა

სარქისიანმა ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა მისი თბილისში ვიზიტისას თბილი მიღებისა და კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვისთვის.

„აბსოლუტური ურთიერთნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროში გამართულმა ჩვენმა შეხვედრამ გამოკვეთა ახალი ვექტორები სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის. ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ სომეხი და ქართველი ხალხების მომავალ თაობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე”, – აღნიშნა სარქისიანმა.

მისი თქმით, საქართველოს და სომხეთს აქვთ საერთო ინტერესები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორის არის ტექნოლოგიები, განათლება, მეცნიერება, ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი.

სარქისიანი დარწმუნებულია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ორი მოძმე ხალხის საკეთილდღეოდ.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 15-16 აპრილს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0