უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა და მოვალეობების აღსრულებას შეუდგა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2019
რატომ შეუჩერდა უკრაინაში საქართველოს ელჩს სტატუსი?

საქართველომ უკრაინიდან ელჩი 2020 წლის მაისში გამოიწვია, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პირველი პირების განცხადებების მიუხედავად დანიშნა.

„დიდხნიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ეს არის 2021 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრისას მიღწეული შეთანხმების შედეგი“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ელჩმა უკვე გამართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0