პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების სავარაუდო თარიღს ასახელებს

© Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო იმისთვის, რომ ოპოზიციას ბოიკოტი შეეწყვიტა.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. გიორგი რურუას შეწყალების აქტს საქართველოს პრეზიდენტი 27 აპრილს მოაწერს ხელს, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

„ეს ნიშნავს, რომ განცხადების შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
რამდენ ხანს მოუწევს მელიას ამნისტიის ლოდინი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელის გიორგი რურუას 27 აპრილს შეწყალების შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალურ ვახშამზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პატივსაცემად მოეწყო. მას ესწრებოდნენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

საქართველოს პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოლიტპატიმრებს უწოდებს. ოპოზიციის მხრიდან მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად არის დასახელებული.

რას ელოდებიან პოლიტიკოსები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ >>

ამის გამო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმებისა, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. დოკუმენტს მხარეებმა ხელი ორშაბათს მოაწერეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0