გახდება თუ არა გახარია პრობლემა: „ქართულ ოცნებაში“ ექს–პრემიერის მაღალი რეიტინგი შეაფასეს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ყოფილი პრემიერის მაღალი რეიტინგი მისი „ქართულ ოცნებასთან“ კავშირით არის განპირობებული

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ყოველთვის მაღალი რეიტინგით სარგებლობდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ IRI–ს კვლევის შედეგების კომენტარისას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
„ქართული ოცნება“: გახარია ჩვენთვის კონკურენტია

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%–ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%–ით.

„როდესაც კვლევა ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ“, – განაცხადა კობახიძემ Palitra News–ის ეთერში.

IRI–ს კვლევა  2–26 თებერვალს ჩატარდა, ხოლო გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა.

გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკურ პარტიათა შორის „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა – მისთვის მხარდასაჭერად ქვეყნის მოახლეობის 35%–ია მზად.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
„დაველოდოთ ის რას იტყვის“ – ღარიბაშვილი გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი უფრო დაბალი შეიძლება იყოს იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს.

„თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევებს, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული“, – აღნიშნა მან.

წამყვანის კითხვაზე, ვის შეუქმნის პრობლემებს გახარიას პოლიტიკური გეგმები – ოპოზიციას თუ ხელისუფლებას, კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ პრობლემას არ ელოდება.

გახარია პოლიტიკაში ბრუნდება - საქართველოში „მესამე ძალა“ გამოჩნდება?>>

საზოგადოებისთვის გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომა დიდი მოულოდნელობა იყო. გადადგომის მიზეზად მან „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და თავის გეგმებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

ყველა ახალი ამბავი
0