საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა - IRI-ს გამოკითხვა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე და გიორგი გახარია
კახა კალაძე და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
გამოკითხვა 2-26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 1,5 ათასმა რესპონდენტმა.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. პერსონალურ რეიტინგში პირველ ადგილზე ტრადიციულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, პოლიტიკოსებს შორის კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიდერობს.  ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
IRI: ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 60% არ ეთანხმება

კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, გამოკითხულთა უმრავლესობას - 89%-ს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.

ასევე, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ:

  • დავით ბაქრაძეს - 52%
  • ნიკა მელიას - 42%
  • ბიძინა ივანიშვილს - 40%
  • გიორგი ვაშაძეს - 39%
  • დავით უსუფაშვილს - 36%
  • არჩილ თალაკვაძეს -33%
  • ირაკლი კობახიძეს - 33%
  • სალომე ზურაბიშვილს - 31%

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები არჩევნებზე ხმას „ოცნებას“ მისცემდა – IRI-ს გამოკითხვა >>

რაც შეეხება ინსტიტუტებს, გამოკითხულები ყველაზე დადებითად აფასებენ ჯარსა (82%) და ეკლესიას (79%). სიაში შემდეგია ქართული მედია, რომელიც 64%-იანი სიმპათიით სარგებლობს. სიაში მყოფი ორგანიზაციებიდან, გამოკითხულთათვის ყველაზე მიუღებელია პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტის ოფისი, ეროვნული ბანკი.

კვლევა 2021 წლის 2 -26 თებერვლის პერიოდში  პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0