19:18 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (358)
185 0 0

ბრიუსელმა და ვაშინგტონმა თბილისს მიანიშნეს, რომ იძულებული გახდებიან, უფრო მტკიცე ზომებს მიმართონ, თუ პოლიტიკური კრიზისი უახლოეს პერიოდში არ გადაიჭრება

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ევროკავშირისა და აშშ–ის რეაქცია პოლიტიკურ კრიზისზე საქართველოში, რომელიც მორიგი მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ კვლავ გრძელდება, დღის თემა გახდა თბილისში.

ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების ჩათვლით, ევროკავშირს მოუწოდეს, შეაჩერონ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება, მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნებისგან“ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე ძალისხმევის გააქტიურება მოითხოვეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს მოუწოდა, ამ სიგნალს ბრიუსელიდან სერიოზულად მოეკიდოს და აღნიშნა, რომ „განცხადებას ევროპარლამენტის წამყვანმა დეპუტატებმა მოაწერეს ხელი, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში სხვადასხვა როლს ასრულებენ“.

საუბარია 60 მლნ ევროზე, რომელიც საქართველომ 2021 წლის განმავლობაში უნდა მიიღოს.

გარდა ევროკავშირისა, თბილისმა სიგნალი მიიღო აშშ–იდანაც. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ საქართველო სენატის „კეთილი ნების“ დაკარგვით რისკავს.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ–მა საქართველოს დაახლოებით 500 მლნ დოლარი გამოუყო. საქართველოს მთავრობა რისკავს სენატორების კეთილი ნების დაკარგვით, რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს“, – განაცხადა კენტმა.

ზურაბიშვილი: მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგი საფუძველია>>

ქართულ ოპოზიციაში დასავლეთის ნეგატიურ რეაქციაზე მთელი პასუხისმგებლობა მაშინვე ხელისუფლებას დააკისრეს და განაცხადეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მთელი ისტორიის განმავლობაში დახმარების შეწყვეტის საკითხი ევროკავშირის მხრიდან პირველად დადგა.

„ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება ძალიან ნათლად აღწერს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობასაც. ნათლად არის ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

მმართველ პარტიაში ევროპარლამენტის დეპუტატების პოზიციას „გაუგებარი“ უწოდეს და ქვეყნის კრიზისში ოპოზიცია დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ საუბრობდნენ თემებზე, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატომ ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ევროკავშირის პოზიცია – იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს.

შუამავალი ბრიუსელში გაემგზავრა, კითხვები კი თბილისში დარჩა>>

„იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია... არ მგონია, რომ შვიდი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კრიზისის დარეგულირების მორიგი რაუნდი კვირის დასაწყისში გაიმართა და კვლავ უშედეგოდ. ქვეყნის გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისი მეორედ ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ტექსტი უარყვეს.

მისი წასვლის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდა ხუთპუნქტიანი შეთანხმება, რომელზეც მოალაპარაკებების მონაწილეებმა უარი თქვეს. შეთანხმების მთავარი თემები სასამართლო და საარჩევნო სერიოზული რეფორმები იყო.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (358)

მთავარი თემები