ანა დოლიძე: ვქმნი პარტიას, რომელიც მოემსახურება სახალხო ინტერესს

© photo: Anna Dolidze / FBანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
ახალ პარტიას „ხალხისთვის“ ერქმევა და დოლიძემ პარტიის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს. 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთში  მაჟორიტარად კენჭს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი იყრიდა და მოიპოვა კიდეც მესამე ადგილი  ხმების 17,95%-ით, თუმცა არჩევნების მეორე ტურში ვერ მოხვდა – მას „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ გადაუსწრეს.

„ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% იმ კონკრეტულ ოლქში, გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ პარტიას მარტივად – „ხალხისთვის“ ერქმევა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
თბილისს მეწყერი ემუქრება: ანა დოლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

ანა დოლიძემ უკვე დაიწყო პარტიის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება.

„დღეს ხელმოწერებს ვაგროვებთ, რადგან კანონმდებლობა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ისე, როგორც სხვა პარტია, კაბინეტში და თავის შემოგარენში, ჩვენ გავდივართ ხალხში!” – აღნიშნა დოლიძემ.

„არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ“ – ანა დოლიძე შვილს ელოდება ??

41 წლის ანა დოლიძე პროფესიით იურისტია. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა); 2015- 2016 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; 2016 წლის - 2018 წლებში  იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელიც მან 2 წლის შემდეგ დატოვა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0