ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ირაკლი ღარიბაშვილს „საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე წარმატებები“ უსურვა.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
უნგრეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს

როგორც ანდრეი ბაბიშის ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საკითხებში, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის“, – ნათქვამია ბაბიშის გზავნილში.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება.

თურქეთის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა>>

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0