პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის პრენარული სხდომა
პარლამენტის პრენარული სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმების შეიქმნას გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.

„კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად“, - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე.

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

კანონის თანახმად, საქართველოში საწარმოს მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება თავად განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები.

„ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები პირველ რიგში მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენაზე“, - აღნიშნულია უწყების გვერდზე.

ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

საწარმოები საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.

ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“.

რუსთავის მეტალუტგიული ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
„გავიგუდეთ“: რუსთავში გარემოსდაცვითი კანონის უსწრაფეს ამოქმედებას მოითხოვენ

„მსგავსი ტიპის ფონდები უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდს ქმნის“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს.

ყველა ახალი ამბავი
0