ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში „წითელ ხაზს“ ასახელებს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ აპირებს

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტარისას განაცხადა.

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა>>

გუშინ თბილისში ევროპული საბჭოს პორეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის „წითელი ხაზი“, საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

შარლ მიშელი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა

„ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ“, – გააცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პირველი საკითხი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხებოდა.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის ბატონი მელიას ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ და მოქალაქეებმა“ პარლამენტს საარჩევნო რეფორმის პროექტი წარუდგინეს>>

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მეორე საკითხი ეხებოდა საარჩევნო რეფორმის განხორციელებისთვის მმართველი გუნდის მზაობას. პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს რეალური დიალოგის დაწყება უნდათ, ხელისუფლება ამისთვის ღიაა.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

„მე იქ (შეხვედრაზე) გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საღი, კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ახლა მხარეებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ორი კვირა აქვთ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორ კვირაში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოციაცირების საკითხზე საბჭოს სხდომა გაიმართება და იქ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0