ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

© Government of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის, გარემოსდაცვითი და აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2021-2027 წლების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იდა ერიქსენ სორაიდე ოსლოში ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინვესტორებს საქართველო აინტერესებთ

როგორც ჰელენ სანდ ანდრესენმა აღნიშნა, საქართველო ნორვეგიის სამეფოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და, შესაბამისად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის, გარემოსდაცვითი და აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ელჩის მრჩეველი მარკო სოლდიკი ესწრებოდნენ.

საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთი სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, თავდაცვა, გარემოს დაცვა, კულტურა და განათლება. საქართველოსა და ნორვეგიას შორის 2017 წლის სექტემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მოქმედებს.

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 2012 წელს გაიხსნა, ხოლო საქართველოში ნორვეგიის საელჩო - 2019 წლის ოქტომბერში. მანამდე საქართველოს ბაქოში მდებარე საელჩო ფარავდა.

ყველა ახალი ამბავი
0