პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია
ოპოზიციის საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
აქციაზე შეიკრიბნენ ქვეყნის თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თბილისის ცენტრალური გამზირი გადაიკეტა – ოპოზიციამ მსვლელობა დაიწყო>>

მანამდე მომიტინგეები პარლამენტისკენ მსვლელობით ფილარმონიიდან გაემართნენ. მსვლელობას წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიუძღვებოდნენ ბანერით ხელში – წარწერით „თავისუფლებისთვის“.

აქციაზე შეიკრიბნენ ქვეყნის თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც თბილისელები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
თბილისში მიმდინარე აქციის გამო გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია

აქციის მონაწილეებს პირველმა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მიმართა.

მისი განცხადებით, დღევანდელ მსვლელობასა და აქციას ეწოდება „პროტესტი თავისუფლებისთვის". პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ხელში ჩაიგდო რეჟიმმა, რომ თითოეულ ჩვენგანს მოპარეს ხმის უფლება, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, აღნიშნა მან.

დეკანოიძემ წაიკითხა ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც ის მხარს უჭერს მომხრეებს და აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი ქვეყნის გამარჯვებაა. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აქციაზე საკუთარი გეგმების შესახებ გამოაცხადებენ. მათი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი ქუჩის პროტესტის გაგრძელება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ამას გარდა, აქციის მონაწილეები გამოაცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

ყველა ახალი ამბავი
0