„ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს“ – ელისაშვილი

© Sputnik / Alex Shlamovალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით ციხეში არავინ უნდა იჯდეს და ამ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა მოლაპარაკებების გაჭიანურება სამარცხვინოდ მიაჩნია.

სანქციები და პროტესტი: ოპოზიციამ თავისი გეგმების შესახებ განაცხადა>>

ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებიდან მალევე დააანონსა. ოპოზიციის გეგმებშია მასობრივი აქცია–მსვლელობის გამართვა პარასკევს.

მელია პარტიის ოფისში სამშაბათს, დილით დააკავეს. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ამდენი ხანია არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები, ყველა მეგობარი გვეუბნება – დასხედით, დაილაპარაკეთ... დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არა და არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

ავტომსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
„თავისუფლება მელიას!“ - ოპოზიციამ ავტომსვლელობა გამართა

„უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ნიკა მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0