აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მიიწვია

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს პოსტზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
პირველი ვიზიტი: სად გაემგზავრება ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში

ასადოვმა ღარიბაშვილს წარმატებები უსურვა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განმტკიცდება.

ღარიბაშვილს პოსტზე დანიშვნა მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცა.

22 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგება.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

გასულ წელს საქართველოს პროკურატურამ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც სწორედ საზღვრის სადავო მონაკვეთს ეხება.

 

ყველა ახალი ამბავი
0