საქართველო უახლოეს წლებში განახლებულ საავიაციო პარკს მიიღებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichმოიერიშე Су-25
მოიერიშე Су-25 - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე თავდაცვის ძალებს გადაეცა ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალი-3“

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. 2021 წლის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახეა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე - ირაკლი ქარსელაძე. ის შეცვლის მაია ცქიტიშვილს, რომელიც გიორგი გახარიას შემდეგ გადადგა.

ბურჭულაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მომდევნო წლებში ქვეყანამ სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი მიიღოს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების აღორძინების გრძელვადიანი ათწლიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ თვალსაზრისით, აქტიურად ხორციელდება მოიერიშე თვითმფრინავების Су-25-ების, მოიერიშე შვეულმფრენების Ми-24-ებისა და ამერიკული UH-1-ების აღდგენა-მოდერნიზაცია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო საზენიტო კომპლექსების განახლება-მოდერნიზაციის საკითხს.

ქართული არმია - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2018
ისრაელი საქართველოს სამხედრო გამოცდილებას გაუზიარებს

„ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის სამხედრო ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანია Rafael-თან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ადრე თავდაცვის ყოფილი მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს არმიის გადაიარაღება მანამდე გაგრძელდება, სანამ თითოეულ ჯარისკაცს სრულფასოვანი თანამედროვე შეიარაღება არ ექნება.

Raphael Advanced Defense Systems – ისრაელის თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი საწარმო, რომელიც იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნიკის სრულყოფა-წარმოებით და შეიარაღების ექსპორტით არის დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0