გია ბარამიძე რეგულაციის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას გაასაჩივრებს

© Sputnik / STRINGERგია ბარამიძე
გია ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ „კომენდანტის საათი“ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გასული წლის 9 ნოემბერს დააწესა, ხოლო 28 ნოემბერს, ეპიდვითარების გაუარესების გამო, ეს პერიოდი კიდევ ერთი საათით გაახანგრძლივა – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, ის და მისი მეუღლე დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000-2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო“, - წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
„დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეებს პატიმრობა ემუქრება: შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბარამიძე ჯარიმის სამართლიანობას არ ეთანხმება და სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია 6 თებერვალს გაიმართა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ბიზნესისთვის მუშაობის უფლების აღდგენა და კომენდანტის საათის გაუქმება იყო.

ახალგაზრდა აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგ მათ „დედაენის ბაღში“ გადაინაცვლეს და ჩაატარეს აქცია, რომელიც ხმაურის ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმარტეს, ყველა პირი, ვისაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და დაარღვევს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, იდენტიფიცირებულია და დაჯარიმდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0