მტკიცებულებები მაგიდაზე – თალაკვაძე ოპოზიციას კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მომდევნო პლენარულ კვირაში პარლამენტი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას მიიღებს.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. თუ ოპოზიცია უარს იტყვის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ეს იმის დასტური იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები აღარ არსებობს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
საქართველოს პარლამენტმა პლენარული კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

ორშბათს საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი მოიწონა და პლენარული კვირის დღის წესრიგში შეიტანა.

საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

„თუ ოპოზიციას (არჩევნების) გაყალბების კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები აქვს, შესაბამისი დოკუმენტები  ჩანთაში უნდა ჩადოს, მოვიდნენ პარლამენტში და კომისიის მუშაობაში ჩაერთონ“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ოპოზიცია კომისიის მუშაობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა საარჩევნო ადმინისტრაციებმა უზუსტობები უკვე „გადაასწორეს“ და ხმების ხელახლა გადათვლას შედეგი არ ექნება. გარდა ამისა, არჩევნების შედეგების გადათვლა არ ასახავს როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს, როდესაც მმართველმა გუნდმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
„ქართული ოცნების“ ახალი წინადადება და ოპოზიციის რეაქცია: ქართული პოლიტიკის პრობლემები

„თუ ოპოზიციას მართლა სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, ისინი უნდა ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და ფაქტები წარმოადგინონ. რა შეფასებას იმსახურებს ადამიანი, როდესაც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ კი მის გადამოწმებაზე უარს აცხადებს? რას ნიშნავს ეს?“, – იკითხა თალაკვაძემ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უახლოეს პერიოდში შეიქმნება. მასში კვოტები ოპოზიციისთვისაც არის გათვალისწინებული.

დღეისათვის პარლამენტში ოპოზიციას ორი პარტია – „მოქალაქეები“ და არჩევნების შემდეგ შექმნილი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ წარმოადგენენ. პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0