საქართველომ ავღანეთში სამხედროების მორიგი როტაცია განახორციელა

© photo : Ministry of Defence of Georgia / FB ქართველი სამხედროები ავღანეთში არიან
ქართველი სამხედროები ავღანეთში არიან - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
ქართველი მშვიდობისმყოფელების ნაკრები ასეული ავღანეთში ბაზა „მარმალზე" როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი როტაცია განხორციელდა – საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში" მონაწილეობისთვის გაემგზავრა.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ახალი კონტინგენტი მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე" როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს და 6 თვის განმავლობაში მისი პასუხისმგებლობა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ნატოს სწავლება „საიმედო პარტნიორი 2020“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მოსაზრება: საქართველო და ნატო – რას აძლევს და რას იღებს იგი

მშვიდობისმყოფელებმა ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს. მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, შესაბამისი მომზადება საქართველოში ჩაუტარდათ.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0