რა საკითხებზე იმსჯელეს გიორგი გახარიამ და მაჩიე ჩურამ

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
EIB-მ საქართველოს 100 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტი გამოუყო საბაზო სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან მაჩიე ჩურასთან შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2020
ევროპის საინვესტიციო ბანკი მცირე და საშუალო ქართული საწარმოებისთვის 10 მლნ ევროს გამოყოფს
 

გახარიას განცხადებით, საქართველო ემზადება 2024 წელს ამბიციური განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB-ს ხელშეწყობით საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის და ქსელის განახლებას, რაც მთავარი ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია-გაფართოებას, ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის 14.1 კმ-იანი ახალი მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული მისასვლელი გზების მშენებლობას მოიცავს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ს ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია.

ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყო, დღეისათვის დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0