ყველაზე რეიტინგული ქართული პარტია – NDI–ს გამოკითხვა

© photo: Sputnikაქცია პარლამენტის წინ
აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვაში მონაწილეთა თითქმის მესამედი უპირატესობას „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უჭერს მხარს, ამაზე აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვა მეტყველებს.

კითხვაზე: „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ რესპონდენტების 31%–ის პასუხი იყო „ქართული ოცნება“.

გამოკითხულთა მეოთხედმა აღნიშნა, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არაა მის მოსაზრებებთან ახლოს, პასუხზე უარი განაცხადა 24%–მა, ხოლო 5%–ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

წინასაარჩევნო ბანერები - Sputnik საქართველო
ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ გუნდებს, გამოკითხვის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათია გამოკითხულთა მხოლოდ 5%–ს აქვს

დანარჩენმა პარტიებმა – „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ – ერთად 9% პროცენტი დააგროვეს.

NDI–ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2020 წლის 17–24 დეკემბერს ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 2 ათასზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია NDI მსგავს კვლევებს საქართველოში 2009 წლიდან ატარებს. გამოკითხვა ამ ორგანიზაციის შეკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС) ჩაატარა.

გამოკითხვის ცდომილებაა +/–1,1%.

ყველა ახალი ამბავი
0