ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს საქართველოს პირველი პირები ულოცავენ

© AP Photo / Patrick Semanskyჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიდერები ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესების იმედებს გამთქვამენ და  თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპზე საუბრობენ.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავება მიულოცეს.

გუშინ, ვაშინტონში  ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელზეც ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. მანამდე ფიცი დადო აშშ-ის  ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდა. 

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

„ნება მომეცით აშშ–ის პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტს გულითადად მოგილოცოთ ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური კავშირების მომავალზე ვისაუბრებ.  დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ჯო ბაიდენს პრეზიდენტის პოსტი მიულოცა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - ნათქვამია გახარიას მისალოც წერილში.

ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტს ინაუგურაცია მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც.

„ვულოცავ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციას. აშშ-ისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმენლად ველით მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“, - დაწერა თალაკვაძემ სოციალურ ქსელში.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ამერიკის სხვა პრეზიდენტების ინაუგურაციებისგან განსხვავებული იყო –  მიმდინარე წლის დასაწყისში კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმის გამო კონგრესის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას არ დასწრებია ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოეთის ქვეყნებს მათი ელჩები წარმოადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0