„ქართული ოცნების“ ყრილობის წინ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

© Sputnik / STRINGERოპოზიციის საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgias-სთან
ოპოზიციის საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgias-სთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც კი მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის მოხდა შეხლა-შენოხლა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს წინ, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა სცადეს პლაკატის გაშლა წარწერით „ნუ იპარავ“, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ ხელისუფლებას „არჩევნების გაყალბების შესახებ“.

როგორც კი მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ფარულავას თქმით, უკვე ათზე მეტი ადამიანია დაკავებული.

შეხლა-შემოხლა და დაკავებები ახლაც გრძელდება. ადგილზე დაძაბული სიტუაციაა.

„ქართული ოცნება“ ყრილობაზე აირჩევს პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს. პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0