11:50 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1656 0 0

მიზნის მისაღწევად ოპოზიცია ჯერჯერობით საპროტესტო აქციებზე შეჩერდა, რომლებიც გაზაფხულზე დაიწყება, მაგრამ თუ ვითარება მოითხოვს, განაცხადა ბურჯანაძემ, მტკიცე მოქმედებებიც არ არის გამორიცხული

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, პარლამენტის ექს–სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ „Ъ“–სთან ინტერვიუში.

ბურჯანაძე: საქართველოში ხელახალ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს>>

მან კომენტარი გააკეთა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე საქართველოში. ოპოზიციამ ეს არჩევნები გაყალბებულად ჩათვალა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. როდესაც მმართველი პარტიის წინააღმდეგობას წააწყდა ამ საკითხში, ოპოზიციამ გაზაფხულზე პერმანენტული აქციებისთვის მზადება დაიწყო.

„მოვითხოვთ ვადამდელი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას – ესაა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუ ეს მოხდება, აქციები არ ჩატარდება. ხოლო თუ შეთანხმება არ იქნება, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მთავრობაზე ზეწოლის ერთ–ერთი დემოკრატიული, კონსტიტუციური, კონვენციური ფორმაა. და რა თქმა უნდა, ამ ფორმას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია მოითხოვს და აქციებს შედეგი არ მოჰყვება, საქმე შეიძლება რევოლუციამდეც მივიდეს.

„რა თქმა უნდა, რევოლუცია არ გვინდა, არ გვინდა არასტაბილურობა ქვეყანაში. მაგრამ თუ იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად თავისუფალი და ნორმალური გახდეს, რევოლუციური მოქმედებები გახდება აუცილებელი, ე. ი. ასეც უნდა მომხდარიყო. ოპოზიციას არ სურს რევოლუცია, მაგრამ თუ ის მოხდება, ამაში მხოლოდ ხელისუფლება იქნება დამნაშავე“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია ქვეყანაში მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს ამზადებს, ადრე არაერთხელ განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან არც ერთი არ იღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში. ამასთან, მათმა დიდმა ნაწილმა უკვე შეიტანა განცხადება მანდატებზე უარის თქმის შესახებ.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ევროკავშირისა და აშში–ს ელჩები შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი თემები