აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა

© photo: Sputnikთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ეპიდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე ოთხი წლის ვადით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 14 ხმით დაამტკიცა.

პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარუდგინა>>

წინააღმდეგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასული დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. ის სხდომას დღეს პირველად დაესწრო.

აჭარის მთავრობის შენობაც - Sputnik საქართველო
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის პრიორიტეტები გააცნო

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ეპიდემიის დასტაბილურება, ლოკალიზება და ეკონომიკის ზრდა.

„ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმა წარმოდგენილია საკმაოდ ამბიციურად, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის ეკონომიკის გაზრდას 30%-ით 2024 წლისთვის. ამას ემატება უმუშევრობის შემცირება, რაც პანდემიის დროს დამძიმდა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება რეგიონში სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ასევე სამართალდამცველი უწყებები. რიჟვაძის თქმით, ეკონომიკის გაუმჯობესებასთან ერთად გაუმჯობესდება ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების პირობებიც.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის

აჭარის მთავრობა დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდა მაია ხაჯიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის – ნინო ნიჟარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის – ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე.

აჭარის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 15 დეკემბრიდან ამოქმედდა. მის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 14 და ოპოზიციიდან შესული ერთი წარმომადგენელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა დეპუტატმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0