ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე? - კანდიდატები

© courtesy of Grigol Vashadzeნაცმოძრაობა
ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გრიგოლ ვაშაძის წასვლით ტრაგედიას არ ქმნიან და აცხადებენ, რომ პარტიაში მას ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდება

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს პარტიის მორიგ ყრილობაზე აირჩევენ. სხდომა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ 36-ვე დეპუტატი უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატზე >>

პარტია გრიგოლ ვაშაძის შემცვლელს ეძებს. როგორც ცნობილია, ვაშაძემ სამშაბათს დილით ყველასთვის მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა თავის Facebook-გვერდზე, სადაც ჩამოთვლილია მიზეზები, რომლებმაც მას ამ „უკიდურესად რთული“ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ერთ-ერთი მიზეზი - პარტიის ირგვლივ და მის შიგნით წარსულის ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომლებთან ერთადაც, როგორც ვაშაძე ფიქრობს, პარტია ვერასდროს დაიბრუნებს ამომრჩეველთა ნდობას.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ვაშაძის გუშინდელი განცხადება პარტიისთვის შოკი აღმოჩნდა, ვინაიდან არავინ ელოდა თავისი ლიდერისგან მსგავსი შინაარსისა და მსგავსი ფორმის განცხადებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბევრჯერ გამოსულა მსგავსი შიდაპოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენს პარტიას აქვს შესაბამისი რესურსი, რათა პარტიის თავმჯდომარეც აირჩიოს და გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ვაგრძელებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ყრილობამდე პარტია არ განიხილავს ვაშაძის მემკვიდრის საკითხს, თუმცა ბეჟაშვილმა დაასახელა იმათი სახელები, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის რესურსი გააჩნია.

„პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხი ჯერ არ განიხილება. სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის ჩატარდება პარტიის ყრილობა და შესაბამისი გადაწყვეტილება შემდგომ იქნება მიღებული. კონკრეტულად ლევან ვარშალომიძე იქნება, ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია თუ სხვა კანდიდატურები, ნებისმიერი შესაძლებელია განხილული იქნეს პარტიის თავმჯდომარედ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე  დატოვა. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. მათ შორის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერიც იყო ვაშაძე.

დეპუტატის მანდატებზე უარი უკვე ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა >>

ამ სიტუაციის მოგვარებას ცდილობენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც მოლაპარაკებებში შუამავლების როლს ასრულებენ. თუმცა ოთხი რაუნდის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ყველა ახალი ამბავი
0