საქართველოს მთავრობა გადადგა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომენტიდან მთავრობის მეთაური და მისი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო პარლამენტს ახალი მთავრობის დასამტკიცებლად თითქმის ერთი თვე ექნება.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ავტომატურად გადადგა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება შესაბამისი დადგენილების მიღებისთანავე და დეპუტატების მიერ ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცის დადების შემდეგ ძალაში შევიდა.

ამ მომენტიდან პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებელად ითვლება, ხოლო პარლამენტს ახალი მთავრობის დასამტკიცებლად თითქმის ერთი თვე ექნება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთავრობის მეთაურის კანდიდატურას პირველი სხდომიდან ორი კვირის განმავლობაში წარადგენს.

უკვე ცნობილია, რომ ამ თანამდებობას ისევ მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია დაიკავებს. წარდგენის შემდეგ ის თავის კაბინეტს დააკომპლექტებს და პარლამენტის წინაშე ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამას წარადგენს. პარლამენტს ნდობის გამოცხადების პროცედურისთვის ცხრა დღე ექნება.

ნდობის გამოცხადებას პარლამენტის 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

ყველა ახალი ამბავი
0