საქართველოში მცირე პარტიებისგან შემდგარი ახალი ოპოზიცური გაერთიანება შეიქმნა

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალი გაერთიანება „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალი პოლიტიკური ძალების პლატფორმა"
ახალი გაერთიანება „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალი პოლიტიკური ძალების პლატფორმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ გაერთიანებას ეწოდება „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალი პოლიტიკური ძალების პლატფორმა", მასში შევიდა ექვსი ნაკლებად ცნობილი პარტია, რომელსაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი სიტყვის თქმა სურს.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღეს ხმათა 1% პარლამენტში მოსახვედრად, შექმნეს საკუთარი გაერთიანება - „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალი პოლიტიკური ძალების პლატფორმა".

Карл Харцель  - Sputnik საქართველო
„მარტივი პროცესი არ იქნება“ – კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესახებ

როგორც პრეზენტაციიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი იუწყება, გაერთიანებაში შევიდნენ პარტიები: „სოციალური სამართლიანობისათვის“, „მომავალი საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“, „ზვიადის გზა“, ,,რეფორმატორები“, „შეცვალე საქართველო“. თითოეულმა მათგანმა  არჩევნებზე ხმების თითქმის 0,15% მიიღო.

„ჩვენ ვართ ახალი ძალა, რომელიც როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს“, - განაცხადა პარტია „სოციალური სამართლიანობისათვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ.

„პლატფორმამ“ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობას იწყებს და საპროტესტო აქციებს გამართავს.

გაერთიანების ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ, როგორც დანარჩენი ოპოზიცია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საერთაშორისო შუამავლებს მოუწოდეს, მათი თვალსაზრისიც გაითვალისწინონ.

„ქართული ოცნება" სააკაშვილის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს >>

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგების მიხედვით ცხრა პარტია შევიდა. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველო“ მოიგო არჩევნები და პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. რაც შეეხება რვა ოპოზიცურ პარტიას, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, მათ საერთო ჯამში 60 ადგილი მოიპოვეს, მაგრამ ამ ადგილების დაკავებას არ აპირებენ, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მხარეებისთვის მოლაპარაკებათა პლატფორმა შექმნეს.

ყველა ახალი ამბავი
0