საქართველოში შეიძლება მესამე მძლავრი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კვლავ გადაწყვიტა პოლიტიკაში საკუთარი გზა მოძებნოს და ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებას გეგმავს

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მესამე მძლავრი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არ იქნება.

ვაშაძე აუცილებლობად მიიჩნევს იმ პოლიტიკური ძალების კონსოლოდაციას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც „ნაცმოძრაობას“ და არც მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. 

აქცია - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: გაგრძელება იქნება

„ჩვენი ამოცანაა, მოვახდინოთ კონსოლიდაცია მეორე ნახევარი მილიონი ხმის და უფრო მეტისაც  – 600 ათასამდე ხმის, რომელიც გაბნეულია პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიებში და ისინი მძლავრ პოლიტიკურ ძალად გავხადოთ. ეს არის ყველაზე დიდი ნაწილი იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მეტად თავისუფალ არჩევანს აკეთებენ, მაგრამ მათ სჭირდებათ რაღაც, რაც მათ ერთად შეკრებს. სწორედ ამ ამოცანის წინაშე ვდგავართ ახლა. მე  ღიად ვამბობ, რომ ყველა უნდა დავფიქრდეთ, როგორ მოვახდინოთ კონსოლიდაცია, შევქმნათ მესამე მძლავრი ცენტრი, რომელიც პირველი ცენტრი გახდება. და აქ „ნაცმოძრაობის“ ადგილს ვერ ვხედავ, მათ თავიანთი გზა აქვთ“, – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის გადაცემა „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, მესამე მძლავრი ცენტი მოიაზრებს არამარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ აქტიურ ადამიანებსაც.

 „ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ეს პროცესი.  ვფიქრობ, ამისთვის დრო გვაქვს. ზოგადად ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. „ქართულ ოცნების“ მთელი კამპანია ერთადერთ რამეზეა აგებული –  რამდენად ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“. იგი ამას სპეციალურად აკეთებს, რათა წაშალოს ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავება. ჩვენ  განსხვავებული გზა უნდა ავირჩიოთ და მე ამისკენ მივდივარ. ამიტომ ჩამოვაყალიბე „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა  ვაშაძემ.

თავისი პარტიის ჩამოყალიბებამდე ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ–ერთ პროგრესულ პირად მიიჩნეოდა. თუმცა, 2016 წელს ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა დაიწყო და პარტია „ახალი საქართველო“ დააფუძნა. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ქართულ ოპოზიციაში განხეთქილებაა: რას იყოფენ პარტიები

მართალია, ყოფილ პარტიასთან მას ურთიერთობა არ გაუწყვეტია. უფრო მეტიც, 2018 წელს მისი პარტია „ნაცმოძრაობასთან“ ბლოკში იყო, თავად ვაშაძე კი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

თუმცა, 2019 წელს თანამოაზრეებს შორის ურთიერთობები თანდათან უარესდებოდა, საბოლოოდ მათი გზები 2020 წლის გაზაფხულზე გაიყო, როდესაც ვაშაძემ და მისმა პარტიამ ბლოკი „ძალა ერთობაშია“ დატოვა, რომელშიც დომინანტი „ნაცმოძრაობა“ იყო.

ვაშაძემ ასევე გადაწყვიტა თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ეყარა კენჭი – მას „ნაცმოძრაობის“ გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა მხარდაჭერა. ყოფილი თანამოაზრეები უკმაყოფილო დარჩნენ მისი ამბიციით მომავალ პრემიერ–მინისტობასთან დაკავშირებით და აგრესიული პიარ–კამპანიით.

საბოლოოდ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შეძლო  გამსვლელი ბარიერის გადალახვა და საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატის მიღება.

თუმცა, პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ვაშაძის პარტია, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

ყველა ახალი ამბავი
0