23:44 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
61 0 0

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართებოდა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 20:00  საათისთვის 26,29%  შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა >>

კერძოდ, 08:00 საათიდან საკუთარი არჩევანი გააკეთა 562 664 მოქალაქემ, რომლებიც დეპუტატებს 17 მაჟორიტარულ ოლქში ირჩევდნენ.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 20:00 საათისთვის აქტივობამ 56,11% შეადგინა. მაშინ დეპუტატებს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ირჩევდა.

შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამომრჩევლები აკეთებდნენ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატები მოხსნეს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, მათ ხმის მიცემა 1 923 უბანზე შეძლეს. კენჭისყრა ასევე გაიმართა კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები