მდინარაძე: ზუგდიდსა და აჭარაში „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავდა

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარაძემ ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციის მცდელობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მცდელობების მიუხედავად, მეორე ტურიც დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდება

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან ინფორმაცია ჟონავს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდსა და აჭარაში პროვოკაციებს გეგმავდნენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე

ოპოზიცია არ აღიარებს  არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში პროვოკაციებსა და გართულებებს არ ელოდებიან, თუმცა აქვთ ინფორმაცია პროვოკაციების მცდელობების შესახებ.

„ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შორი რაკურსით გადაეღოთ 2-3 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემდნენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო. მეორე - იყო მცდელობა, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ“, -განაცხადა მდინარაძემ.

მდინარის განცხადებით,  მიუხედავად  ამ მცდელობებისა, საქართველოში არჩევნების კიდევ ერთი ტური  დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდება.

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მეორე ტური ცხრა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს

„რაც არ უნდა მოიგონონ „გაყალბების“ მაგალითები და მოატყუონ საზოგადოება, საზოგადოება ყველაფერს კარგად არჩევს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0