17:56 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
46 0 0

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს – ამომრჩეველი 17 ოლქში  საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს, განაცხადა  მმართველი პარტია „ქართული ოცნება- საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდა–კრწანისის საარჩევნო უბანზე  ჟურნალისტებთან. 

ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც  31 ოქტომბერს გამოიჩინა.

„დღესაც, ამ რთულ პერიოდშიც, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ. ამავდროულად, ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში  საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები