კალაძე: ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და წარმატებულ საქართველოს

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 2 მილიონზე მეტი  ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1 941 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, განაცხადა  მმართველი პარტია „ქართული ოცნება- საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. 

 სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

კალაძის განცხადებით,  ოპოზიციამ დღეს არსებულ სიტუაციაში გონივრულად უნდა იმოქმედოს. მან იმედი გამოთქვა, რომ  ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ.

„მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანირი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან, შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია, ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში  საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0