სახალხო დამცველის აპარატი: ე.წ. სირცხვილის დერეფანი ამომრჩეველზე ზეწოლაა

© Sputnik / Alex Shlamovარჩევნებზე პირბადეებით
არჩევნებზე პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას,  ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ომბუდსმენის აპარატი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ ე.წ. სირცხვილის დერეფანს ამომრჩევლის ნაწილზე ზეწოლად აფასებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
მომხრეები და მოწინააღმდეგეები - ქართულ ოპოზიციაში ახალი უთანხმოება გაჩნდა

რამდენიმე დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ მომხრეებს მოუწოდა, მოაწყონ „სირცხვილის დერეფნები“ იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნინო ათაბეგაშვილმა განაცხადა, ასეთი ვითარება იქნება როგორც საფრთხის შემცველი, ასევე პრობლემას შეუქმნის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას.

„ამან შეიძლება იქონიოს ერთგვარი დამაშინებელი ეფექტი ამომრჩევლის ნაწილზე, ან ადამიანებმა წნეხს აარიდონ თავი და არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და საკუთარი უფლების რეალიზაცია ვერ მოახდინონ", – განაცხადა ათაბეგაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამგორის რაიონში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმაც და განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, რადგან ის ხელს უშლის არჩევნებში ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას. მისი შეფასებით, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობა ამომრჩეველზე ძალადობაა.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გიგა ბოკერია: „სირცხვილის დერეფნების" მოწყობაში მონაწილეობას არ მივიღებთ

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0