ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტავს

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით. მეორე ტურში მონაწილეობას  საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში  გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო ქუთაისში – მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც, განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. პროტესტის ნიშნად კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებსა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
ვინ, სად, როდის: ცესკომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

სანტურიანის თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

ამასთან, მისივე განცხადებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურში გადასული კანდიდატების შემთხვევაში უარის თქმის პროცედურას, შესაბამისად, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა.

„ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ პროცედურის აღწერა, რომელიც წარიმართება შემდგომში. მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ტურის გამართვიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, რაც არის 10 დეკემბერი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს საბოლოო, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება ორი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - განაცხადა სანტურიანმა.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: მიუხედავად ყველაფრისა, მეორე ტური ჩატარდება

მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება იმავე მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში, სადაც იმართება მეორე ტური და სადაც მას აქვს რეგისტრაცია, არაუგვიანეს 17 ნოემბრის 18:00 საათისა, მომართოს ცესკოს ცხელ ხაზს სატელეფონო ზარის მეშვეობით და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, რათა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ასეთ შემთხვევაში, თუკი ისინი ფიქსირდებიან შესაბამისი უწყებების მონაცემებში, საბოლოო ჯამში ისინი აღირიცხებიან სპეცსიებში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მეორე ტურში მონაწილეობას.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ. პარტია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანდიდატებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, მოქმედი კანონმდებლობით, თავიანთი კანდიდატურის მოხსნის უფლება არა აქვთ.

გუშინ საპროტესტო აქციაზე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ მომხრეებს მოუწოდა, მოაწყონ „სირცხვილის დერეფნები“ იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0