აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო

© Sputnik / STRINGERპროტესტი ბათუმში
პროტესტი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს და არც არჩევნების მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო, იუწყება პირველი არხი.

უსკო-ს დღევანდელ სხდომაზე შეჯამდა პროპორციული არჩევნების შედეგები და ორ მაჟორიტარულ ოლქში (ბათუმის და მთიანი აჭარის ოლქებში) 21 ნოემბრისთვის ჩაინიშნა არჩევნების მეორე ტური. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და ნაციონალურმა მოძრაობამ გადალახა. ქობულეთის ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ცოტნე ანანიძემ გაიმარჯვა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დარჩა ერთი მოთხოვნა: რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის და მმართველი პარტიის მეორე შეხვედრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, უსკო-ს ოქმი ძალიან მალე გაუქმდება.

„უამრავი გაყალბების მიუხედავად, უსკო-მ მიიღო შემაჯამებელი ოქმი. მაგალითისთვის ქობულეთში მმართველი გუნდის კანდიდატს გაამარჯვებინეს 22 ხმით იმ დროს, როცა დაიკარგა და გაბათილდა ათასობით ბიულეტენი, მაგრამ მაინც მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და გარწმუნებთ, ძალიან მალე გაუქმდება უსკო-ს ეს ოქმიც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით კი, საარჩევნო კომისიამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და პრეტენზიები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, უსაფუძვლო იყო.

„მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. მე ვერ შევალ პოლიტიკურ შეფასებებში. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა არც ერთი საჩივარი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და ვერ მოხდებოდა იმის განხილვა, რაც ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ვიდეო - Sputnik საქართველო
მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ვიდეო

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. უსკოს ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,86% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 33,96%.  დანარჩენმა საარჩევნო სუბიექტებმა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

არსებული კანონმდებლობით, პროპორციულ ნაწილში აჭარის რესპუბლიკი უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც მიიღეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს და არც არჩევნების მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ყველა ახალი ამბავი
0