თალაკვაძე: დიალოგი დაიწყო, გავცვალეთ არგუმენტები

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა.

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგი დაიწყო - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დადებითად შეაფასა.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ

დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მმართველი გუნდიდან მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ოპოზიციიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი დაესწრო, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები განიხილეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი და საუბარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია.

„ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველას მხარეს ჰქონდა და ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
ყველაფერი განსაკუთრებულად მოხდება: ოპოზიცია პომპეოს აქციით დახვდება

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება.

„შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება. ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხია და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა, საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, თუმცა მხარეებმა კონსტრუქციულ გარემოში არგუმენტები გაცვალეს.

„პირველ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, ერთმანეთს კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მეორე კვირაა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0