„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“ – საქართველოს პრემიერი საპროტესტი აქციებს ეხმაურება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის ყველაზე მეტად სტაბილური პოლიტიკური პროცესია საჭირო.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნის ბედი პარლამენტში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. 

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აშშ-ის დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამ პროცესში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„მოსახლეობის პირდაპირი დავალებაა – ჩვენ ამ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად აცნობიერებს ამას. მიუხედავად ამისა, მე მშვენივრად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მოლაპარაკება იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებსა და მოქმედებებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა ცხრა პოლიტიკურ ძალას მისცეს მანდატი, რათა ისინი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ წარმოდგენილი და ეს მანდატი – ქვეყნისა და მისი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობაა.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ – როდესაც რეგიონში მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი, როდესაც გლობალური პანდემია სულ უფრო იკრეფს ძალას, როდესაც ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო მძიმდება. ეს იყო პირდაპირი გზავნილი თითოეული პოლიტიკური ძალისთვის – ერთად მოუარეთ ქვეყანას და იპოვეთ გამოსავალი კრიზისებიდან ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში“, – განაცხადა გახარიამ.

რატომ ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში? მოლოდინი, იმედები და პროგნოზები>>>

მისი თქმით, დღეს საქართველოს მომავალი განვითარებისთვის სტაბილური პოლიტიკური პროცესია საჭირო.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა... პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს, და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა – სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქეების ეს მესიჯი, სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,23% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა დეპუტატის მანდატსა და 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და თბილისსა და ბათუმში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0