მარნეულში საოლქო კომისიის შემაჯამებელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

© Sputnik / Shota Nozadzeხმების დათვლა მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
ხმების დათვლა მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ხმების 51.42 პროცენტით გაიმარჯვა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის პირველ ნაწილში საჩივრები განიხილეს, მეორე ნაწილი კი შემაჯამებელი ოქმის შედგენას დაეთმო.

შემაჯამებელი ოქმებისთვის კომისიის ყველა წევრს უნდა მოეწერა ხელი. თუმცა, ოქმს არ დაეთანხმნენ და ხელი არ მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.

ცესკოს მონაცემებით, მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში ხმების 51.42 პროცენტით პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დარგალმა გაიმარჯვა. აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრიდა აზერ სულეიმანოვი, რომელმაც ხმების 38,91% მიიღო.

საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო
დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო კომისიის სხდომაზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგა

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტი ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან  ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ „ევროპული საქართველოს და   „ლელო საქართველოსთვის" წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს, ოპოზიციის მოქმედებებს კი დესტრუქციად აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0