დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის ქმედებები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანას ძვირი დაუჯდება

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუნდაძის განცხადებით, რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანა და ადეკვატური შეზღუდვების შემოღება.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძვირი დაუჯდება, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი: მიუსხდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას

ხუნდაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანაში მაქსიმალურად შეამციროს კორონავირუსის გავრცელება, რისთვისაც სხვადასხვა პრევენციულ ზომებს მიმართავს, ოპოზიცია კი საკუთარ მომხრეებს არ უფრთხილდება და მათ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

„მაშინ, როდესაც საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის, ოპოზიცია საზოგადოებას ფინალურ აურზაურს სთავაზობს. ისინი ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებით საკუთარ მომხრეებს სამსხვერპლოზე უშვებენ, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებისა და ირგვლივ მყოფებისთვის ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანა და ადეკვატური შეზღუდვების შემოღება. ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნება, დასძინა დეპუტატმა. 

კორონავირუსი საქართველოშ - Sputnik საქართველო
დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

„ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, მით უმეტეს, პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა „იტალიური სცენარის“ საფუძველი გახდეს. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ დაინფიცირდა 66 561 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 49 811, გარდაიცვალა 566 პაციენტი.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ კენჭისყრას მოითხოვს, ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0