რას კრძალავს კანონი შეზღუდვების შესახებ: სახალხო დამცველის შეფასება

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველმა სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა დაჯარიმებისგან ღამის საათებში გადაადგილების გამო.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის შესაძლებლობას არ იძლევა, მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
როგორ დასრულდა „კომენდანტის ღამე“ რუსთაველის გამზირზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე 2020 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მიიღო. ბოლოს დაწესებული ასეთი შეზღუდვა გუშინ ამოქმედდა ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში, რაც ითვალისწინებს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში გადააადგილებისა და ყოფნის აკრძალვას.

„გვსურს განვმარტოთ, რომ  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება–მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით არაკონსტიტუციური იქნება“, – აღნიშნავს ლომჯარია.

მისი განმარტებით, საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე და იგი შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ.

დაუმორჩილებლობა მუსიკის თანხლებით: რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან>>>

სახალხო დამცველმა სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა დაჯარიმებისგან ღამის საათებში გადაადგილების გამო.

გუშინ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის წინ დილის 05:00 საათამდე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წარსულში საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი და უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე დააჯარიმეს – ისინი ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. ჯარიმის ოდენობა 2 ათასი ლარია.

ოპოზიციამ მორიგი მასშტაბური აქცია შაბათს, 14 ნოემბერს დააანონსა.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0