04:49 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (104)
86 0 0

შსს-მ მოუწოდა ყველას დაემორჩილოს დადგენილ წესებს, შეზღუდვების ყველა დამრღვევი პირი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდება

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. შსს აცხადებს, რომ ახორციელებს ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ყველა დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას დაარღვევს.

თითქმის ერთი საათის წინ ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების გამო დაწესდა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში ღამის საათებში აიკრძალა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

„მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის“, - განაცხადეს შსს-ში.

შესაბამისად, ვინც დაარღვევს დადგენილ რეგულაციებს, მოხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - 2000 ლარიანი ჯარიმის სახით, განაცხადეს შსს-ში.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა განაცხადა, რომ 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩენას აპირებს. მათ შორისა არიან ნიკა მელია, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

ამ დროისათვის მოძრაობა „სირცხვილიამ“ რუსთაველის გამზირზე მოაწყო საპროტესტო აქცია. პარლამენტის წინ ასამდე ადამიანი ცეკვავს, თამაშობს ფეხბურთს და ფრენბურთს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის ცხრა პარტია, საიდანაც რვა ოპოზიციურია. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (104)

მთავარი თემები