ლომჯარია: არასწორად შევსებულ თითოეულ ოქმზე სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლომჯარიას თქმით, შემაჯამებელი ოქმები საკმაოდ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, მისი შევსება მკაცრი წესებით ხორციელდება და მისი გადასწორება დაუშვებელია

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საარჩევნო ოქმში არასწორად შეტანილი მონაცემები სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: საპროტესტო აქციებზე ვერ ხერხდება სოციალური დისტანციისა და წესების დაცვა

მისი თქმით, შემაჯამებელი ოქმები საკმაოდ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, მისი შევსება მკაცრი წესებით ხორციელდება და მისი გადასწორება დაუშვებელია.

„ოქმის გადასწორება არ შეიძლება, კანონით აკრძალულია, მას უნდა დაერთოს შესწორების ოქმები,  რომელიც ასევე ივსება ყველა კომისიის წევრის თანდასწრებით და გადათვლის შესაბამისად, თუმცა ჩვენ ვნახეთ ის, რომ შემაჯამებელ ოქმებში, ერთის მხრივ,  ბალანსები არ არის და საკმაოდ მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ასევე არის გადასწორებული, ანუ ოქმშივე ჩასწორებული რიცხვებია და რამდენიმე უბანი, სადაც გაიხსნა შედეგები, ვნახეთ, რომ არა მარტო ტექნიკური დაჯამებები იყო ან არასწორად შევსებული ოქმები, არამედ იყო არსებითად სხვა შედეგები“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ლომჯარიას თქმით, ყველა მსგავს შემთხვევაზე სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს.

„სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფუძველია თითოეული ის შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ოქმში არასწორად არის შეტანილი მონაცემები, ანუ ფალსიფიცირებულია არჩევნების შედეგები“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
პრემიერი გახარია - Sputnik საქართველო
მზად ვართ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის – გახარია

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით: სუს-ში გამოძიება დაიწყო >>

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საარჩევნო ოქმებში უზუსტობები ტექნიკური და მექანიკური ხასიათისაა. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0