09:07 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (195)
73 0 0

პრემიერის განცხადებით, დღეს ქვეყანა ერთდროულად რამდენიმე  გამოწვევის პირობებში მოქმედებს, ესენია პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური პროცესი.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გახარია ოპოზიციის შესახებ: თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან>>

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყოველდღიურად ჩანს, როგორ აისახება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორც ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია და ჩვენ იძულებულები ვიქნებით, გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა ერთდროულად რამდენიმე  გამოწვევის პირობებში მოქმედებს, ესენია პანდემია და კორონავირუსის გავრცელება, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური პროცესი.

„ჩვენ არც ერთ მიმართულებაზე არ გვაქვს დათმობის არანაირი რესურსი, შესაძლებლობა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პროცესი, გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის, თუმცა ეს ვერ იქნება და არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნები  არ იქნება.

„იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში, არჩევნების დღიდან დაწყებული, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ყველაზე მასშტაბური აქცია არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს გაიმართა, როდესაც თბილისში პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. მათი დიდი ნაწილი პირბადის გარეშე იმყოფებოდა და არ იცავდა სოციალურ დისტანციას. უსაფრთხოების წესებისა და ზომების დაცვა არც საოლქო საარჩევნო კომისიების პიკეტირების დროს ხდებოდა.

საქართველოში ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 ათასს მიაღწია. კლინიკები ინფიცირებული პაციენტებით გადავსებულია და ჯანდაცვის სისტემას სულ უფრო მეტად უჭირს ვირუსის მართვა. ამიტომ ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მასობრივი შეკრებებისგან, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და წესები.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (195)

მთავარი თემები