05:47 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
74 0 0

აქციაში მონაწილეობენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შენობასთან ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.

აქციაში მონაწილეობენ  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები. მონაწილეებს უკავიათ ტრანსპარანტები ჟვანიას და მმართველი პარტიის ლიდერების გამოსახულებით, წარწერებით „გამყალბებლები“.

გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებსა და ცესკოს შენობას შორის რკინის ჯებირია აღმართული. აქციის მონაწილეები ჯებირს ქვებს ურტყამენ და აცხადებენ, რომ „გამყალბებლები უნდა იყვნენ ციხეში“. მათი თქმით, ამ ფორმით უნდათ ცესკოში მყოფ პირებს ხმა მიაწვდინონ.

თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობა მეორე დღეა ოპოზიციის ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროტესტის ეპიცენტრი გახდა ვაკე, სადაც დაპირისპირება დაკავებებში გადაიზარდა. საოლქო კომისიასთან აქციაზე დააკავეს ოთხი ადამიანი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის აქტივისტი, ზვიად კუპრავა. თუმცა, ის უკვე გაათავისუფლეს. დანარჩენები პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში გადაიყვანეს.

ოპოზიცია და მათი აქტივისტები ვაკის საოლქო კომისიის წინ აპროტესტებდა გაყალბებულ ოქმებს და ოპოზიციის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვას მოითხოვდა. აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საჩივრები ფორმალურად განიხილება და შედეგები უცვლელი რჩება, როგორც ეს სხვა ოლქებში ხდება.

ცხელი წერტილი იყო დღეს ქუთაისი, იქ დაპირისპირება 59-ე საარჩევნო საოლქო კომისიაში მოხდა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კომისიის სხდომაზე მათი პარტიების მერების კანდიდატების დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აქციების მონაწილეებმა შენობაში შეჭრა მას მერე სცადეს, რაც შეიტყვეს, რომ სხდომაზე ჩხუბია. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ მოახერხეს, მოგვიანებით კი სხდომის დატოვება ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს დაატოვებინეს, რომლებიც შიგნით იმყოფებოდნენ.

Один из лидеров "Грузинской мечты" был опрошен Службой госбезопасности

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქმების ნახევარზე მეტი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ არის ჩასწორებული, რომ არა ეს გაყალბება, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებდა.

საოლქო კომისიების ყველა შენობასთან, სადაც კომისიის წევრები საუბნო კომისიების შედეგებს ამოწმებენ, პოლიციის გაძლიერებული კორდონია მობილიზებული.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები