07:56 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
8310

გუშინ საოლქო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას აგრძელებენ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მონაცემების გადათვლა ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

გუშინ საოლქო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას განაგრძობენ.

კალაძის განცხადებით, 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. მისი მტკიცებით, ყველა ამ უბნის შემთხვევაში ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა. პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. ყველა ამ უბნის შემთხვევაში ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის. სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე. აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ განაცხადა, მმართველი პარტია არავის და, მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მისცემს ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას.

„კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,22% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

ცესკო: გადათვლის შედეგად რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა>>

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები