23:36 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
63 0 0

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს და არც არჩევნების მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. 

როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ და საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობასა და ფუნქიონირებას ჩრდილს ვერ მიაყენებს რომელიმე პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება.

„ეს არის მათი (ოპოზიციის – რედ.) პასუხისმგებლობის ნაწილი, ვინაიდან მათ პატივი უნდა სცენ, მათ შორის, იმ ამომრჩევლებს, რომელთა ხმაც მათ მიიღეს. მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც უმაღლესი საბჭოს და არც აჭარის მთავრობის ლეგიტიმაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

ბათუმის N79 საოლქო კომისიაში სარჩელების განხილვის დაწყებამდე სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს საოლქო კომისიის შენობის გვერდით მდებარე ერთ-ერთი სალონის მინა დაიმსხვრა. ამის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა 91 საჩივარი, საიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12 საჩივარი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. უსკოს ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,9% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 33,9%.

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს და არც არჩევნების მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები