სააკაშვილი: ოპოზიციამ დამაჯერებლად გაიმარჯვა

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგზიტპოლების შედეგებით ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. ქართულ ოცნებაზე, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო მინიმუმ 33%, ჩემი არყოფნის პირობებშიც, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: „ქართული ოცნება" მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

სააკაშვილმა  2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული დღე უწოდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოსი, იმ მონაცემებით, რაც ჩვენ ვიცით. ეს არის ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის", — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება.

„მე ვაცხადებ მიხეილ სააკაშვილი არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის:

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0