„ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა“ - ზაალ უდუმაშვილი

© Sputnik / Levan Avlabreliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ოპოზიციამ მოიპოვა გამარჯვება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ეგზიტპოლების საშუალებით გამოვლენილი პირველადი შედეგების გაცნობის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა დიდი ქალაქში, მათ შორის თბილისში დამარცხდა.

„საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს „ქართულ ოცნებას“ დაემშვიდობებიან.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები დასრულდა: საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერი აქცია 20:00 საათზე დაიწყო.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ამომრჩეველი, კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პირბადით იმყოფებოდნენ. დისტანციის დაცვა აუცილებელი პირობა იყო. აქედან გამომდინარე, კენჭისყრას გარკვეული სირთულე ახლდა თან – საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებს რიგში დგომა უწევდათ.

ყველა ახალი ამბავი
0