„ჩვენ გავიმარჯვეთ“ - გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა – 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამარჯვება „ევროპის მოედანზე“ მოწყობილი სცენიდან საზოგადოებას მიმართეს და გამარჯვება აღნიშნეს.

არჩევნებზე მისულებს ამოწმებდნენ მარკირებაზე. ფოტოზე - მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა - Sputnik საქართველო
როგორ მიცეს ხმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნებზე - ფოტო

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა – 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდად 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება. საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0